კითხვა პასუხი 

აქტივებით უზრუნველყოფილი ობლიგაციები

პირველად საქართველოში, განხორციელდა აქტივებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისია. CFS საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს ემისიის მენეჯერს და განთავსების აგენტს.

ობლიგაციები უზრუნველყოფილია მაღალლიკვიდური აქტივებით, რომელთა საშუალო საბაზრო ღირებულება ორჯერ და მეტად აღემატება ემისიის მოცულობას.

ინვესტორებს შესაძლებლობა ეძლევათ დააბანდონ თანხა აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებში 2 წლით და მიიღონ უპრეცედენტოდ მაღალი, წლიური 20% სარგებელი ყოველთვიური გადახდით, რაც 3-ჯერ აღემატება 2 თვიან (ობლიგაციებში ინვესტირების მინიმალური ვადა) აშშ დოლარის საბანკო ანაბარზე გამოცხადებულ 6%–იან განაკვეთს. ობლიგაციების მფლობელებს უფლება აქვთ ვადაზე ადრე გაანაღდონ ობლიგაციები ყოველგვარი საჯარიმოს გარეშე. ობლიგაციების მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ ობლიგაციები დააზღვიონ ევრო/დოლარის სავალუტო კურსის რისკზე.

გადმოტვირთეთ ობლიგაციების საჯარო შეთავაზების პირობები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ CFS საინვესტიციო ბანკს. აღმაშენებლის გამზ. 154, თბილისი 0112, საქართველო ტელ. 559900, ფაქსი: 559903

info@caucasusfinancial.com